“გუშინ იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილზე კითხვა არ დაუსვამთ და ეტყობა, მოხვდა „ჭიჭე“ ვაშაძეს და ჩემ „ხაბეს“ – ირაკლი ზარქუა

36
spot_img

გუშინ, იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამთ და ეტყობა, გუშინ მოხვდა „ჭიჭე“ ვაშაძეს და ჩემ „ხაბეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე განცხადებებს გამოეხმაურა.

ზარქუა აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადებები სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული.

“რომ იცოდეთ, რა მოხდა – გუშინ საკომიტეტო მოსმენები იყო, სადაც მათ შორის, ეს რადიკალები, “ნაცები”, “ნეონაცები”, ყველა იყო წარმოდგენილი და ყველა თემაზე კითხეს იუსტიციის მინისტრს, გარდა სააკაშვილისა და ეტყობა წუხელ მოხვდა მაგრად “ჭიჭე” ვაშაძეს, იმ მეორესაც, ჩემ “ხაბეს” და დღეს გამოვიდნენ ამ ინიციატივით. გუშინ კითხვა არ დაუსვამთ. არადა მელია იმიტომ ჩამოაგდეს, სათანადოდ ბელადის ინტერესებს ვერ იცავს და ვერ გამოიხსნაო, შევვარდები და გამოვიხსნიო, ჩემი პატარა “ხაბე” იყო ძალიან აქტიური. ახლა მიავიწყდათ და სწორიც არის, რადგან იციან, საზოგადოებას სააკაშვილი არ აინტერესებს, რადგან ცუდი წარსულია, რომლისკენ გახედვა არავის უნდა. ეტყობა მოხვდა ვაშაძეს, “ნაცების” სიაში რომ გინდა, კითხვა რატომ არ დაუსვიო, ის მიწერდა, ჯიგარი, საავადმყოფოში რომ არის წამოკოტრიალებული,”- განაცხადა ზარქუამ.