გუნდი ერთიანია, მთლიანი და ვეტო დაძლეული იქნება – თუ ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება, მზად ვარ, დამასანქცირონ – რიმა ბერაძე

14
spot_img

გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

რაც შეეხება ფაქტს, ელოდება თუ არა, ის სანქციების ამოქმედებას, ბერაძე პასუხობს, რომ აღნიშნულისთვის მზად არის.

„ამაზე დიდი ხანია გვესმის, გვემუქრებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თუ ჩემს ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება და ჩემი ქვეყანა უკეთესად ივლის ამ გზით, რასაც ჰქვია ვეტოს დაძლევა და ამ კანონის მიღება, მე მზად ვარ, რომ დამასანქცირონ“, – აცხადებს ბერაძე.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, ბერაძე პასუხობს, რომ ამას „ისტორია აჩვენებს“.

„ამ კანონით მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, ქვეყანაში გამჭვირვალობა იქნება, ასევე ყველაზე მთავარი – შენარჩუნდება მშვიდობა, რისთვისაც ჩვენი გუნდი იბრძვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდი მზად არის, ქვეყანაში მშვიდობა და უკეთესი მომავალი იყოს“, – განაცხადა ბერაძემ.