გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება -პრეზიდენტი

9
spot_img

გულანთებული ახალგაზრდები დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, მივმართავ მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, „ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ერთი მეორეს გვაშორებს ევროპული გზიდან“.

„ვადევნებ თვალყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც ეს არაერთხელ მითქვამს. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანს. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და არასოდეს არ იქნება რუსეთი.

მინდა, ამავე დროს მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ. მინდა, მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი. ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ამ ხელისუფლების მიერ და რომელიც ერთი მეორეს გვაშორებს ევროპული გზიდან. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, კარზე არაფერი გადაწყდება, გარდა იმ გაზის გამოშვებისა, რაღაც ძალადობა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ, რადგან ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე მომავალში.

დღეს არის ვნების კვირა, დღეს არის ის პერიოდი, სადაც არ შეიძლება, ძალადობის გამოწვევა. ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.