საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის – 1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ, მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციების გამო, უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა. ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. გილოცავთ ადამიანის უფლებათა დღეს!
Home T0P სიახლეები ,,გქონდეთ ევროკავშირის იმედი, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად”- პაველ ჰერჩინსკი