გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

166
spot_img

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.