გორის მუნიციპალიტეტში, მამამ შვილი მოკლა

145
spot_img

გორის მუნიციპალიტეტში, 39 წლის კაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. არსებული ინფორმაციით, მას მამამ, ნაჯახით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.