გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება

56
spot_img

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოსტს ეხმაურება. ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თავისი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც კასტრაცია ჩაუტარდა.

„მადამ სალომე! მოქალაქეობრივი შეგნების მაგალითის მოცემა, ქართული საზოგადოებისთვის, გომბორას ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო თუ კონსულტაციების შედეგი? ნებაყოფლობითი კასტრაცია, დასავლური ღირებულებების ერთგულების უპრეცედენტო მაგალითია! შარმან! შინ ევროპაში!“ – წერს ხაინდრავა.