კადეტთა ევროპის თასის პირველ დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მოიპოვეს. გამარჯვებული გიორგი დულარიძე გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ვერცხლის მედალს გიგი გიუნაშვილი დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ბექა დონღვანმა და გიორგი გივიშვილმა დაისაკუთრეს.
60კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალოსანი თორნიკე გიგაური გახდა. 55კგ-ში ბრინჯაოს მედალი მერაბ სამადაშვილმა მოიპოვა.