გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მისი ბიუსტი დადგეს

121
spot_img

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს თავის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტი დაუდგეს. ბიუსტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა გიორგი ანწუხელიძის შვილებმა მიიღეს.

„მე ძალიან გამიხარდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა აქ. ეს ჩემთვის სტიმულია, იმიტომ, რომ ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი. ვამაყობ ამით“, – თქვა გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ლევან ანწუხელიძემ.

„ძალიან მძიმეა ჩემთვის მაგრამ ამაყი ვარ დღეს იმიტომ, რომ გიორგი სახელი გაჟღერდა კიდევ ერთხელ. მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, თითოეულ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამის ორგანიზებაში, ორგანიზატორებს, ადამიანებს, რომლებიც უცხოები არიან, მაგრამ 1 ლარი მაინც გადმორიცხეს”, – განაცხადა გიორგი ანწუხელიძის ცოლმა, მაკა ჩიკვილაძემ.

ბიუსტის გახსნას გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების გარდა, ადგილობრივები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების წევრები დაესწრნენ.

ბიუსტზე მოქანდაკე ბადრი თავბერიძემ იმუშავა. საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი ადგილობრივების ინიციატივით დაიდგა და ამისთვის თანხა მათ თავად შეაგროვეს.