სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ცნობისთვის, დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.