ღმერთმა არ ქნას, ადამიანს გაუქრეს ეს გრძნობა – დედის გინება ვინმემ ვინმეს გაუტაროს – ვიქტორ ჯაფარიძე

52
spot_img

„ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, ვიქტორ ჯაფარიძემ რადიკალების მიერ წარმოებულ კამპანია, რომლის სამიზნე ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან, ჟურნალისტებთან შეაფასა.

როგორც მან განაცხადა, მშობლების პატივისცემა ქართველი ადამიანის ბუნებაა და გინებას არავის აპატიებს.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღემ, აჩვენა, რომ ოჯახი ქართველი ადამიანისთვის მთავარია.

„ზოგადად, ნებისმიერ ზარს ვპასუხობ. მესიჯი მომწერა ვიღაცამ და ფორთოხალი ეხატა. ვერ მივხვდი და გადავურეკე, ვინ ხარ-თქო, ვკითხე და არ მიპასუხა – გამოგიგზავნე და აგიხსენიო. ამას მოჰყვა უამრავი მესიჯი ფორთოხლის გამოსახულებით… დღესაც მშობლების პატივისცემით იზრდება მომავალი თაობა და ღმერთმა არ ქნას, რომ ადამიანს გაუქრეს ეს გრძნობა, რომ დედის გინება ვინმემ ვინმეს გაუტაროს.

ღმერთმა დაიფაროს. პირიქით, ეს რომ ასე არ არის, დაამტკიცა 17 მაისმა, როცა თითქმის, მთელი საქართველო გარეთ იყო და გამოსულებმა დაადასტურეს, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანები პატივს სცემენ დედას, მამას და არავის აპატიებენ მათ შეურაცხყოფას. ამიტომ, ფრთხილად იყავით, ღმერთს მადლობა უთხარით, რომ აქამდე არაფერი დაგემართათ, ბოდიში მოუხადეთ ყველას და გაჩერდით“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.