ღაზის სექტორში სულ მცირე 2000 ბავშვია მოკლული – Save The Children

181
spot_img

ბავშვთა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Save The Children-ის განცხადებით, ბოლო 17 დღეში ღაზის სექტორში სულ მცირე 2000 ბავშვი, ხოლო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 27 ბავშვია მოკლული.

მათივე თქმით, ისრაელის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისრაელში 27 ბავშვია დაღუპული.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.