7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს 9061 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა შორის 3760 ბავშვია. საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 32 000-ს აღწევს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.