,,ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა”- ჯანმო

79
spot_img

ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ორგანიზაციამ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-ს და გაერო-ს სხვა ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

ისრაელელი სამხედროები გასული კვირის განმავლობაში საავადმყოფოს ირგვლივ მოქმედებდნენ. მათი მტკიცებით, აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ „ჰამასი“ ამ ტერიტორიას ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ირწმუნებიან, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ მთავარი სამეთაურო ცენტრია განთავსებული და რომ ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე შენობაში ისრაელიდან გატაცებული ორი მძევლის ცხედარი იპოვეს.