ქალაქ ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან აფეთქება მოხდა. პალესტინის წითელი ჯვრის საზოგადოება საავადმყოფოს ტერიტორიიდან დაზიანებული სასწრაფო დახმარების ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს.
გავრცელებული ცნობით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რაფას საზღვრისპირა ტერიტორიებიდან ბრუნდებოდნენ, საიდაც დაშავებული პალესტინელები გადაჰყავდათ, რა დროსაც მათზე დარტყმა განხორციელდა.
პალესტინის ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქების შედეგად დაღუპულებისა და დაშვებულების შესახებ იუწყება.