საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღაზაში ვითარება კატასტროფული და აპოკალიფსურია.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ღაზის სექტორში განადგურების დონე პროპორციულად კიდევ უფრო დიდია, ვიდრე გერმანიამ განიცადა მეორე მსოფლიო ომში.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნისნა, რომ “ჰამასის” წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო ქმედებებმა მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვია.