ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხედრო ოპერაციას ღაზაში შეიძლება ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ „ჰამასი“ აღარ იქნება.
„ეს უნდა იყოს ბოლო სახმელეთო მანევრები ღაზაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი დასრულების შემდეგ „ჰამასი“ აღარ იქნება. ამას დასჭირდება ერთი, ორი, სამი თვე, მაგრამ საბოლოოდ „ჰამასი“ აღარ იქნება“, – აღნიშნა იოავ გალანტმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ მასიურ საჰაერო თავდასხმებს ღაზას სექტორში, რათა მოამზადონ ნიადაგი სახმელეთო ქვედანაყოფების შესვლისთვის.
„ვიდრე მტერი შეხვდება ჯავშანსატანკო და ქვეით ჯარებს, ის შეხვდება სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბებს”, – აღნიშნა გალანტმა.