ღაზაში დარტყმები მხოლოდ დასაწყისია -ბენიამინ ნეთანიაჰუ

151
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ისრაელი ომშია საკუთარი არსებობის დასაცავად და რომ სისასტიკე, რომელსაც „ჰამასი“ ახორციელებს, ISIS-ის შემდეგ არ უნახავთ.

„ეს არის ომი ჩვენი არსებობის დასაცავად, ომი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს ომი გვაიძულა საზიზღარმა მტერმა – მხეცებმა, რომლებიც ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მკვლელობებს ზეიმობენ. სიკვდილით დასჯილი ბავშვები, ზურგში დახვრეტილი ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. „ჰამასი“ არის ISIS-ი. ჩვენ დავამარცხებთ ზუსტად ისე, როგორც განვითარებულმა სამყარომ დაამარცხა ISIS-ი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ღაზაში საჰაერო თავდასხმები მხოლოდ დასაწყისია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ტყვედ მყოფი ისრაელელებისთვის.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.