ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო”- ბორელი

47
spot_img

ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ის პირად გვერდზე წერს.

„ღაზა სრულიად ჩაბნელებულია და იზოლაციაშია მაშინ, როდესაც მასიური დაბომბვა გრძელდება. გაერო-ს პალესტინელი დევნილების დახმარების სააგენტო გვაფრთხილებს ღაზას მოსახლეობის სასოწარკვეთილი მდგომარეობის შესახებ ელექტროენერგიის, საკვების, წყლის გარეშე. ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. საომარი ქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა თავდასხმას ვგმობთ, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების გაგრძელებას და ვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას” – წერს ბორელი.