გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია

35
spot_img

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანიის მთავრობის პროგნოზი 2024 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ შეიცვალა 1.3%-დან 0.2%-მდე.

BBC-ი აღნიშნავს, რომ ეს ნიშნავს, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა ფაქტობრივად შეჩერდა, თუმცა თავი აარიდა სრულ რეცესიაში შესვლას.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიას „ძალიან სპეციფიკური ვითარება“ შეექმნა უკრაინაში რუსეთის სრული შეჭრის შემდეგ, რადგან მისი ენერგოტევადი მრეწველობა დამოკიდებული იყო რუსულ გაზზე.

“გერმანიის ექსპორტზე დამოკიდებულებამ ის განსაკუთრებით დაუცველი გახადა გლობალური ვაჭრობის ცვლილებების მიმართ და გერმანიის ეკონომიკის უფრო ფართო სტრუქტურული პრობლემა იყო მუშახელის ნაკლებობა. მიგრანტი მუშახელის გარეშე გერმანიის ეკონომიკა ჩამოიშლება”, – აღნიშნა მან.