გერმანია უკრაინას „Sea King Mk 41“-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის გერმანიისგან ამ ტიპის პირველი მიწოდება“, – ხაზგასმით აღნიშნა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია 2024 წელს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.