“გერმანელებისთვის საქართველო ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების ადგილია” – მაია ომიაძე

39
spot_img

ITB Berlin-2024 დასრულდა. ძალიან წარმატებული გამოფენა იყო. წელს 139 კერძო და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ღონისძიებას , – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ტრადიციულად გერმანიის ბაზრიდან ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი ქვეყნისა და კერძო სექტორის მიმართ. 3 დღის განმავლობაში ჩვენ გავართეთ შეხვედრები. შევხვდეთ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს. კერძო სექტორმა განაახლა შეხვედრები პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ახალი პარტნიორების მოძიება მოხდა. გერმანია ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და გერმანელებს უყვართ საქართველოში მოგზაურობა. 2023 წელს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო და მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ცნობადობა ჩვენს შესახებ. გერმანელებისთვის საქართველო ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების ადგილია“, – აღნიშნა ომიაძემ.