გაუგებარია, რას ემსახურება პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიზანშეწონილი იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დაჯილდოებაზე წარდგინება სრულად დაკმაყოფილებულიყო -პრემიერი

19
spot_img

როდესაც ჩვენს გავგზავნეთ შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, რომ გუნდში რაიმე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგინებას, არ მომხდარიყო რაიმე დიფერენცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რას ემსახურება პრეზიდენტის ქმედება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ როგორც ფეხბურთელებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, მაგალითად არის ალექსანდრე იაშვილი, სხვა ვიცე-პრეზიდენტები, არიან ასევე ტექნიკური ჯგუფები, რომელთა წარმომადგენლების იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე. გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი. მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებულიყო ის წარდგინება, რომელიც გავგზავნეთ“, – განაცხადა კობახიძემ.