გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ უნგრეთი ევროკავშირს შეშფოთებით უყურებს – რას წერს „ლე ფიგარო”

41
spot_img

„უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ საერთოევროპულმა ორგანიზაციამ სხვადასხვა მიზეზების გამო უნგრელთა თვალში ძველებური მიმზიდველობა დაკარგა – ფინანსური და მიგრაციული კრიზისების, ასევე ისლამისტური შეტევების სერიის შემდეგ“, – ნათქვამია ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ უნგრეთი ევროკავშირს შეშფოთებით უყურებს“ (ავტორი – ალბერტ კორნელი). „პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ანტიდასავლური რიტორიკა ხელს უწყობს უნგრეთის დაახლოებას რუსეთთან და აზიურ ქვეყნებთან“, – ხაზგასმულია მასალაში.

პუბლიკაციის დასაწყისში სიტუაცია ჰიპოთეტურად არის აღწერილი მომავლის უნგრეთში – 2034 წელს, შემდეგ კი საუბარია 2024 წლის მდგომარეობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისუფლებისა და მშვიდობის მოყვარე უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირიდან გამოსვლას. ამჟამად ქვეყანა ეროვნული სუვერენიტეტისა და სრული დამოუკიდებლობის აღდგენის დამამთავრებელ სტადიაზე იმყოფება. უნგრეთის ლიდერმა საბოლოო მიიღო იმის შესაძლებლობა, რომ თავისი დიადი გეგმა „უნგრეთი -მშვიდობის კუნძული“ განახორციელოს, რომელიც მსოფლიოს ყველა კრიზისს და უბედურებას თავს აარიდებს.  იდეის თეატრალიზებული წარმოდგენა გაზაფხულზე მოხდა, რომლისთვისაც ცნობილმა უნგრელა რეჟისორმა არპად შილინგმა სპეციალურად იქირავა ყოფილი „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ შენობა (უფრო სწორად ის ნაშთები, რაც მისგან დარჩა), რომლის მფლობელი იყო უნგრული წარმოშობის ლიბერალი მილიარდელი ჯორჯ სოროსი და რომელიც ვიქტორ ორბანმა უნგრეთიდან 2019 წელს გააძევა (…) თუმცა უმჯობესია ისევ 2024 წლის რეალობაში დავბრუნდეთ და ამჟამინდელ პრობლემებზე ვისაუბროთ.

რა თქმა უნდა, ვიქტორ ორბანის მწვავე რიტორიკის მიუხედავად, დღეს „უნგქსითი“ («Huxit») დღის წესრიგში არ დგას. უნგრეთი ევროკავშირის შემადგენლობაშია და ამ ეტაპზე, დიდი ბრიტანეთივით, გასვლას არ აპირებს, მაგრამ აშკარად შეიმჩნევა ერთგვარი გაუცხოება: გასულ თვეში თითქმის არ აღნიშნულა გაწევრიანების საიუბილეო 20 წლისთავი; ვიქტორ ორბანი ამკაცრებს ბრიუსელთან რიტორიკას – ეროვნული დღესასწაულის დროს მან განაცხადა, რომ „არავის არ მივცემ სახელმწიფოს ფუქციების შეკვეცის უფლებას, ჩვენი სოფლის მეურნეობის განადგურებისა და საშუალო კლასის გაძარცვის ნებას, უნგრული კომპანიების გაჩანაგებას, ჩვენი შვილების გაწირვას სამომავლო ვალების გადახდისათვის და ევროპის ომში ჩათრევას“.

ევროკავშირის შემადგენლობაში 20-წლიანი ყოფნა დღეს განიხილება როგორც გარდაუვალ ბოროტებად, თუმცა, ალბათ, მხოლოდ დროებითად. სანამ ევროკავშირის წევრი გახდებოდა. უნგრეთს მძიმე ეკონომიკური გარდაქმნების განხორციელება მოუწია, რომლის შედეგადაც 1990-იან წლებში მილიონობით სამუშაო ადგილი გაქრა და ათეულ ათასობით მოქალაქის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის რაოდენობის ნახევარზე ნაკლებმა მიიღო (45,5%), თუმცა მაშინდელი სოციალისთური მთავრობა ურნებთან ამომრჩეველთა 70%-იან მისვლას პროგნოზირებდა. ურნებთან მისულების 45,5%-დან ევროკავშირში გაწევრიანებას ხმა მისცა 83,3%-მა. საბოლოოდ, გარკვეული კონსენსუსი მიღწეული იქნა, მაგრამ ოფიციალურ წევრად მიღების თარიღი – 2004 წლის პირველი მაისი –  ენთუზიაზმის გარეშე იზეიმეს.

ამასობაში, ორი ათეული წლის შემდეგ, დასავლეთმა უნგრელების თვაში მიმზიდველობა დაკარგა: 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმაუამრავი უნგრელი დატოვა უცხოურვალუტიანი ვალებით, რაც კიდევ უფრო გააღრმავა ჩამორჩენა მსოფლიო ლიდერებისაგან. 2015 წლის მიგრაციულმა კრიზისმა და ისლამისტურმა შეტევებმა დასავლეთ ევროპაზე ხელი შეუწყო მის დესაკრალიზაციას. სულ უფრო შხამიანმა ანტიდასავლურმა რიტორიკამ არასრულყოფილების ცენტრალურევროპული კომპლექსი თანდათან გადააქცია უპირატესობის კომპლექსად იმის მიმართ, რომელსაც ვიქტორ ორბანი „პოსტ-დასავლეთს“ უწოდებს.

უნგრეთის პრემიერის აქტიურმა ძალისხმევამ „აღმოსავლეთის გაღების“ მიზნით ქვეყანას შესაძლებლობა მისცა რუსეთს და აზიის ქვეყნებს დაახლოებოდა.

წყარო