“გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემო” – ევროკომისია

107
spot_img

გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელია მედია გარემო, – ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

რეკომენდაციების თანახმად, მედია მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საქმეები კი დროულად უნდა იქნას გამოძიებული.

„მედია მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს და წარმოებული უნდა იქნას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებული საფრთხის შემთხვევებში. პრეზიდენტის შეწყალების გზით პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტმა კი მიიღო კანონი მაუწყებლის შესახებ. თუმცა საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა უზრუნველყოს მედია რეგულატორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ეფექტური დამოუკიდებლობა და მიაღწიოს ნდობას მედია სექტორში“ , – ნათქვამია ანგარიშში.