“გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო” – ლევან დავითაშვილი

25
spot_img

ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ფასები ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და ინფლაციური წნეხი – მაქსიმალურად მსუბუქი.

„2023 წელს დაიწყო დასტაბილურება ამ პროცესმა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ინფლაცია. აქ იყო კომპლექსური ღონისძიებები, როგორიცაა მაკროეკონომიკური ღონისძიებები, ეს იყო ასევე უშუალოდ კონკურენციის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რათა ფასები ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და ინფლაციური წნეხი – მაქსიმალურად მსუბუქი. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა ეს სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო აქტიური მონეტარული პოლიტიკა ვაწარმოოთ. ეს, ბუნებრივია, მისცემს საშუალებას ეროვნულ ბანკს, რომ მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები, რომლებიც დაეხმარება ბიზნესს, ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკის ზრდას“, – განაცხადა დავითაშვილმა.