“განკარგულების თემაზე აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა – მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ”

25
spot_img

განკარგულების თემაზე აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა – მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ხოლმე როდესაც ვიღაცის კრიტიკას წამოიწყებენ, რადგან მერე ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეთ.

„მე მგონი, განკარგულების თემასთან დაკავშირებით რაც იყო აჟიოტაჟი, ამ ისტორიიდან ყველაზე ცუდად გამოვიდა გახარიას გუნდი. არადა, არავინ თავდასხმას არ გეგმავდა ამ მიმართულებით, უბრალოდ, კონკრეტული საკითხი დაისვა აბსოლუტურად მართებულად და უნაკლოდ, უზადოდ გადაწყვიტა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის პოზიცია გამომჟღავნდა და შემდეგ დაიწყო თავდასხმა და ამ თავდასხმების შედეგად, მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ იმიტომ, რომ რეალობა როცა გაშიშვლდა და ყველამ დაინახა რა მოხდა. გაირკვა, რომ რეალურად თუკი ვინმეს ჰქონდა უსწორო ქცევა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს იყო თვითონ გახარია და იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ხოლმე როდესაც ვიღაცის კრიტიკას წამოიწყებენ, ე, მანდ, მერე ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.