სამშაბათი, ნოემბერი 28, 2023
spot_img
Homeსიახლეებიმსოფლიო,,გახსენით ჰუმანიტარული დერეფნები და დაეხმარეთ მოსახლეობას“- რომის პაპი

,,გახსენით ჰუმანიტარული დერეფნები და დაეხმარეთ მოსახლეობას“- რომის პაპი

spot_img

რომის პაპმა ფრანცისკემ ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისი განცხადება კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული მიმართვის დროს გააკეთა.

„ვფიქრობ ბევრ ადამიანზე, რომელიც იტანჯება, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ გთხოვთ მძევლების გათავისუფლებას. და გთხოვთ, პატივი ეცით ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, გახსენით ჰუმანიტარული დერეფნები და დაეხმარეთ მოსახლეობას“, – განაცხადა პონტიფექსმა.

მისივე თქმით, ის დიდი სინანულით აკვირდება ისრაელსა და პალესტინაში მიმდინარე მოვლენებს.

„გთხოვთ, აღარ იყოს მეტი სისხლისღვრა – არც იქ და არც რომელიმე სხვა ადგილას. ომი ყოველთვის მარცხია“, – განაცხადა ფრანცისკემ.

spot_img
მსგავსი სიახლეები

TOP სიახლეები