გიორგი გახარიას პარტიიდან გაშვებული ნატალია ძიძიგური ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. მისი თქმით, პარტიის ლიდერები – ბერდია სიჭინავა და შალვა კერესელიძე საკრებულოში ფრაქციის შექმნას აიძულებდნენ, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები კი პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდნენ. როგორც ძიძიგური ამბობს, ის პარტიის დავალებებს არ ასრულებდა, რაც მათ შორის ბათუმის საკრებულოში კრიზისის შექმნას უკავშირდებოდა.
„გამრიცხეს „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან, იმის გამო რომ მე არ შევუერთდი „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ჩავშალე სხდომა. ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, იმისთვის რომ მე შემექმნა ფრაქცია. ფრაქცია, რომელიც იქნებოდა კრიზის გაღრმავების, დესტრუქციისა და გაბოროტებული ხალხის სახე. ეს იყო ბერდია სიჭინავა, ეს იყო შალვა კერესელიძე. რა თქმა უნდა, ამხელა ზეწოლა არ ხდება გიორგი გახარიას თანხმობის გარეშე. აკაკი გვიანიძე, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ფრაქციის თავმჯდომარე, ჩემზე განახორციელა გაუგონარი შავი პიარი“, – აცხადებს ძიძიგური.