ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ანტისემიტური ინციდენტების ზრდამ საგანგებო დონეს მიაღწია -ევროკომისია

90
spot_img

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ანტისემიტური ინციდენტების ზრდამ საგანგებო დონეს მიაღწია, რაც ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდს გვახსენებს, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, ევროპელი ებრაელები დღეს ისევ შიშის ქვეშ ცხოვრობენ. განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში მომხდარი ანტისემიტური ინციდენტები.

„ამ რთულ დროს ევროკავშირი მხარს უჭერს თავის ებრაულ სათვისტომოებს. მკაცრად ვგმობთ ამ საზიზღარ ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ევროპა ქადაგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.