“გახარია მაშველ რგოლად გაააქტიურეს შავი ფულისთვის ბრძოლაში” – ანრი ოხანაშვილი

21
spot_img

გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ოხანაშვილის თქმით, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ გახარია გადააფარონ შავი ფულისთვის ბრძოლას.

„გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში და დააანიცირებინეს ამათი პროექტი. თან აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი რეალურად არ არის საკმარისი, რაც დღეს გვაქვს და თან უნდათ, ამ მსუბუქი რეგულაციით გახარია გადააფარონ შავი ფულისთვის ბრძოლას. მაშველ რგოლად ჰყავთ ახლა გახარია შავი ფულისთვის ბრძოლაში. ეს არის ფაქტი“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ალტერნატიული ინიციატივით გამოვიდა.