გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რამაც შემდგომი ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს და შეეცადონ, უთანხმოება დიალოგის გზით დაძლიონ.
გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, გაერო ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას.
მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა გამოძიებულ იყოს დროულად და სრული გამჭვირვალობით.