გაერო იმედოვნებს, რომ დღეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მეორე კოლონას შეუშვებენ

64
spot_img

გაეროს ჰუმანიტარული სამსახურის უფროსი მარტინ გრიფიტსი იმედოვნებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მეორე კოლონას დღეს ღაზას სექტორში შესვლის საშუალება მიეცემა.

მან გუშინ განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი კოლონა შეუშვან.

„შეიძლება ოდნავ უფრო მეტიც, 20-დან 30-მდე სატვირთო მანქანა შეუშვან”, – თქვა გრიფიტმა.

შაბათს ჰუმანიტარული დახმარების ოცი სატვირთო მანქანას მიეცა ღაზაში შესვლის უფლება რაფაჰის გადასასვლელის გავლით – რაც ორგანიზაციის წევრებმა აღწერეს, როგორც „წვეთი ოკეანეში“, რაც საჭირო იყო.

ეს სატვირთო მანქანები პირველი იყო რეგიონში მას შემდეგ, რაც ისრაელმა ბლოკადა დააწესა ორი კვირის წინ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.