„გაჩერება მოთხოვნით: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე ადრე ვერ მიიღებს“

156
spot_img

რუსეთის ფედერალური გაზეთი „იზვესტია“ (Известия) 15 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაჩერება მოთხოვნით: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე ადრე ვერ მიიღებს“ (ავტორი – სემიონ ბოიკოვი).

ევროკომისიას შეუძლია საქართველოს რეკომენდაცია მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკვე ამ შემოდგომაზე, – განაცხადა „იზვესტიასთან საუბარში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა პიტერ სტანომ, თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ სტატუსის მისაღებად თბილისმა ბრიუსელის ყველა მოთხოვნა უნდა სეასრულოს. ექსპერტები თვლიან, რომ კანდიდატობის სტატუსის მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ოფიციალურად შესთავაზებენ. მათი აზრით, ბრიუსელს „ევროპული კარტის“ გათამაშება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გამკაცრებისათვის ჭირდება, ღათა თბილისმა, თავის მხრივ, მოსკოვთან ურთიერთობის დონე შეამციროს, – ნათქვამია პუბლიკაციის შესავალში, რომელშიც სამხრეთკავასიური ქვეყნის ევროკავშირთან დამოკიდებულება და რუსეთთან დღევანდელი ურთიერთობაა განხილული.

ევროპული „ოცნება“ ქრება?…

როგორც ცნობილია, ევროკავშირი საქართველოს მხოლოდ იმ პირობით მისცემს მიღების კანდიდატის სტატუსს, თუ თბილისი ბრიუსელის 12-პუნქტიან მოთხოვნას შეასრულებს, – ამბობს „იზვესტიასთან“ საუბარში პეტერ სტანო, – შეიძლება ეს ამ შემოდგომაზე მოხდეს, რომ ევროკომისია ევროკავშირის ხელმძღვანელობას თავის შეაფსებას გადასცემს“.

საქართველო სტატუსის მიღებას გასული წლის გაზაფხულიდან ცდილობს, როცა თბილისმა, კიევთან და კიშინოვთან ერთად, განაცხადი წარადგინა. რიგი მიზეზების გამო ევროკავშირმა უკრაინა და მოლდოვა კანდიდატებად აღიარა, საქართველო კი ბორტსმიღმა აღმოჩნდა – თბილისს მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანა“ უწოდეს და უთხრეს, სანამ 12-პუნქტიან მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მისი საკითხის განხილვა არ მოხდებოდა.

რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფლებამ (პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც) ევროკავშირს მოთხოვნების შესრულება აღუთქვა (…). თუმცა გარკვეული უკმაყოფილებაც გამოხატა – პარლამეტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვას ფონზე საქართველოს ხვეწნა არ უნდა ჭირდებოდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებადო.

საერთოდ კი, რასაკვირველია, ქართველი პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ ევროკავშირი თბილისს სტატუსს ისე არ მისცემს, თუ საქართველოს გარკვეულ დათმობებზე დათანხმებას არ მოსთხოვს. როგორც პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ამბობს, ევროკავშირი თბილისთან „დიდ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს“.

„30 წელია გვეუბნებიან, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და რომ ევროკავშირში გაერთიანდება. დღეს ევროპა „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს ევაჭრება… გვაჩვენებს, რომ თითქოსდა „ჩვენ კი მზად ვართ  თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად, მაგრამ ამისთვის თქვენ ჯერ მზად არ ხართო“, – ამბობს გიორგი ლომია „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში. იგი ვარაუდობს, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირი თბილისს მოსთხოვს, რომ სრულად შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს – „ბრიუსელს ამისათვის ყველა ინსტრუმენტი აქვს“, რომ ქართულ ისტებლიშმენტზე ზეწოლა მოახდინოს.

„ქართული ოცნება“ ორ ცეცხლს შორის ლავირებას ცდილობს და სურს ორი ბოროტებიდან შედარებით ნაკლები აირჩიოს, მაგრამ რამდენად კარგად გააკეთებს ამას ხელისუფლება, ამის წინასწარმეტყველება რთულია. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპაში საკმაოდ დიდ ფინანსური კაპიტალს ფლობენ, რომელიც, თავის მხრივ, პარტიაზე ზეწოლის ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენს“, – განმარტავს გიორგი ლომია.

რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თბილისს ევროპულ ინტეგრაციის საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული – 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2017 წლიდან ევროკავშირის სენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ევროკავშირი ზეწოლას ახდენს…

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით ევროკავშირი კმაყოფილი არ არის საქართველოს წარმატებებით, ევროპული მიმართულებით. ევროკომისიამ განაცხადა, რომ თბილისმა 12-პუნქტიანი მოთხოვნიდან მხოლოდ 3 შეასრულა მთლიანად (ომბუდსმენის დანიშვნა, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარება), 8 მოთხოვნა ნაწილობრივ (დეოლიგარქიზაცია, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.), ხოლო ერთ-ერთში – პლურალიზმის უზრუნველყოფაში – წინსვლა საერთოდ არ არის. ასევე თბილისს მეტი ყურადღების დათმობა მოუწევს პოლიტიკური პოლარიზების შემცირების მიზნით, რეფორმების გატარებასა და მასმედიის თავისუფლების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ 12-დან 11 მოთხოვნა უკვე შეასრულაო. მართალია, მან არ დააზუსტა, რომლის შესრულება ვერ მოხერხდა, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ საკითხი საზოგადოების პოლარიზების შემცირებას ეხება. თავის მხრივ, პარლამენტმა მიმდინარე წლის თებერვლიდან 82 კანონი მიიღო, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.

 პოლიტოლოგ აჟდარ ქურთოვის აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება.

„ევროკავშირში მიღების კანდიდატობა საქართველოს რაიმე არსებით უპირატესობას არ აძლევს, – განუცხადა ექსპერტმა „იზვესტიას“, – ეს მხოლოდ ფორმალობაა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ბიუროკრატიამ გამოიგონა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოეწესრიგებინა ორგანიზაციაში გაწევრიანების წესი, მეორე მხრივ კი, გაეჭიანურებინა გადაწყვეტილების მიღება. ასეთ სიტუაციაში ქვეყანა-კანდიდატი „ჰაერში დაკიდებულ“ მდგომარეობაში რჩება და იოლია მას გარკვეული ნაკლოვანებები მიუთითო და პრეტენზიები წაუყენო.

სხვათა შორის, ევროკავშირს საქართველოს მიმართ ეჭვების საფუძველი აქვს – ბრიუსელის აზრით, თბილისი ზედმეტად რბილ და ლოიალურ პოლიტიკას ატარებს რუსეთთან დაკავშირებით და არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს. გარდა ამისა, ხელისუფლება ცდილობდა რუსული კანონმდებლობის მსგავსი სამართლებრივი აქტები მიეღო (მაგალითად, უცხოური აგენტის შესახებ). მაისში ბრიუსელმა მოუწოდა თბილისს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ავიაკომპანიების ფრენები არ დაეშვა („თქვენ ხომ კანდიდატის სტატუსის მიღება გსურთ“), თუმცა ავიამიმოსვლა მიმდინარეობს.

რუსი ექსპერტი ანდრეი არეშევი ვარაუდობს, ბრიუსელი საქართველოს ევროპულ სწრაფვას გეოპოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელოს. არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირი ფარულად გააფართოვებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

თუმცა, კაცმა რომ თქვას, საქართველო უკვე ისედაც იძულებულია ახლავე დაეთანხმოს ევროპელი პარტნიორების ზეწოლას: 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთში იმ უცხოური მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შეწყდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არის შემოტანილი. ამის საფუძველია ბრიუსელის მიერ ივნისში მიღებული ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტი. პირველი აგვისტოდან ასევე აიკრძალა ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების რეექსპორტიც.

წყარო