ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება

11
spot_img

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება.

ის ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე კანონი ამოქმედდება.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 30-მა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.