ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა

20
spot_img

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა.

25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ტაბლოზე საქართველო – თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დააფიქსირა, შეხვედრის პირველი ტაიმი სწორედ ფრედ დასრულდა.

თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა 1:3 – თურქეთის სასარგებლოდ დასრულდა.

შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.