“ევროპას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ქვეყანას ჰყავს ევროპულად მოაზროვნე პროქართული ხელისუფლება, რომელმაც სტატუსისთვის რეალური ნაბიჯები გადადგა”

69
spot_img

12 რეკომენდაცია იქნება, ცხრა დათქმა თუ სამი ძირითადი ამოცანა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ევროპას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ საქართველოს პროქართული ხელისუფლება ჰყავს, ევროპულად მოაზროვნე, რომელმაც სტატუსისთვის რეალური ნაბიჯები გადადგა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„პრაქტიკულად, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და რადიკალურ ოპოზიციას არჩევნები წაგებული აქვს, რასაც პირდაპირ ამბობენ, რადგან გვთხოვენ, ოპოზიციაში მაინც მოგვიშვითო. რაც ყველაზე მთავარია, მათი უცხოელი პატრონებიც კი ხელჩაქნეული არიან და მათი იმედი არ აქვთ. 12 რეკომენდაცია იქნება, ცხრა დათქმა თუ სამი ძირითადი ამოცანა, ამას მნიშვნელობა არ აქვს – ევროპას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ქართულ სახელმწიფოს პროქართული ხელისუფლება ჰყავს, ევროპულად მოაზროვნე, რომელმაც სტატუსისთვის რეალური ნაბიჯები გადადგა. ასევე ჰყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სტატუსის საწინააღმდეგოდ იმოქმედა. სერგი კაპანაძის ის წინადადება რად ღირს, რომელიც ევროკავშირს პირდაპირ მოუწოდებდა, რომ გადაეტანა სტატუსის საკითხი 2024 წლის არჩევნების შემდგომ.

ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს, რეკომენდაციები შესრულდა და შემდეგ რაც იქნება, გავაკეთებთ. ევროპამ დაინახა, რეალურად ვინ არის ევროინტეგრაციის ხელისშემოწყობი და ვინ უშლის ხელს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.