ევროპარლამენტმაუკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

14
spot_img

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. 6 თებერვალს, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად სპეციალური ინსტრუმენტის შექმნაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

ფონდი, რომელიც 50 მილიარდ ევროს მოიცავს, გააერთიანებს უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილ თანხებს ერთიან ინსტრუმენტში, რომელიც უზრუნველყოფს 2024-2027 წლებში უკრაინის თანმიმდევრულ, განჭვრეტად და მოქნილ მხარდაჭერას.