ევროპარლამენტმა ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი დაამტკიცა

32
spot_img

ევროპარლამენტმა ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი დაამტკიცა. ფაქტს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისტორიული უწოდა.

როგორც მედია წერს, რეფორმების მიზანი საიმიგრაციო წესების გამკაცრება და ბლოკის ფარგლებში უკანონო მიგრაციის შემცირებაა.

ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი ათ კანონს აერთიანებს. ახალი სისტემის მიხედვით, მიგრანტები, რომლებიც უკანონოდ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, შვიდი დღის განმავლობაში გაივლიან პიროვნების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შემოწმების პროცედურებს, რაც მოიცავს სახისა და თითის ანაბეჭდების ბიომეტრიულ მონაცემებსაც. პროცედურის მიზანია, განისაზღვროს, რომელმა მიგრანტმა უნდა გაიაროს დაჩქარებული თუ სტანდარტული პროცედურა თავშესაფრის მინიჭებისთვის და ვინ უნდა გაიგზავნოს უკან, საკუთარ თუ ტრანზიტულ ქვეყანაში.

ახალი წესები ძალაში 2026 წლიდან შევა.