ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, ნელ-ნელა ფსევდო-ლიბერალიზმი უკან იხევს-ნინო ფოჩხუა

51
spot_img

აი ის დღეც დადგა, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ნელ-ნელა ფსევდო-ლიბერალიზმი უკან იხევს, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველა იმ ევროპელმა ლიდერმა წააგო, ვინც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის უსამართლო კრიტიკით გამოირჩეოდა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეტაპობრივად ევროკავშირის პოლიტიკაც შეიცვლება.

„აი ის დღეც დადგა, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ნელ-ნელა ფსევდო-ლიბერალიზმი უკან იხევს. ყველა ის ლიდერი ვინც ჩვენი ქვეყნის და მმართველი პარტიის უსამართლო კრიტიკით გამოირჩეოდა მარცხი განიცადა. ჯერ მარტო ის რად ღირს, ვიოლა ფონ კრამონს რომ ვეღარ ვიხილავთ ვერც ტელეეკრანზე და ვერც ქუჩის აქციებში. საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, გერმანიაში შოლცმა წააგო, ბელგიის პრემიერი გადადგა და ეს გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის პოლიტიკა შეიცვლება, ჩვენ კი უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინება, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება“, – წერს ფოჩხუა.

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულებულია. პირველ ადგილზე გავიდა „ევროპის სახალხო პარტია“ და პარლამენტში 191 ადგილი მოიპოვა. გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ბელგიაში, ესპანეთსა და იტალიაში მმართველი პარტია დამარცხდა. ემანუელ მაკრონმა მარცხის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ბელგიაში პრემიერი გადადგა. წინასწარი შედეგებით, ვიქტორ ორბანის პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 44.2 პროცენტით ევროპარლამენტში 11 ადგილ