ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

43
spot_img

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო თანამდებობიდან გადადგა.

ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე მემარჯვენე ნაციონალისტურმა „ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა“ (N-VA) პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზე Vlaams Belang გავიდა, ხმათა 17,5 პროცენტით. პარტიამ Vooruit ხმების დაახლოებით 10,5 პროცენტი დააგროვა.

დე კროს პარტიამ კი ხმათა შვიდ პროცენტზე ნაკლები მიიღო, რითაც ულტრამემარცხენეებს ძალიან ჩამორჩება.