,,ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა”-  მაკა ბოჭორიშვილი

17
spot_img

ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილები არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა – სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნების შედეგები საინტერესო ტენდენციებს აჩვენებს.

„ერთი შეხედვით, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობაში ბევრი არაფერი შეიცვალა, ვთქვათ, კვლავ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საინტერესო ტენდენციები შეიმჩნეოდა ქვეყნების მიხედვით. განსაკუთრებით, რომ შევხედოთ საფრანგეთსა და გერმანიას. ანუ, ნიშანი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიების საწინააღმდეგო ხმები იყო უფრო მეტი.

ეს შედეგები საყურადღებოა. რასაც ვხედავთ, ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილები არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა – სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა. მათ დიდწილად მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონთ და რაღაც სხვა საკითხები უფრო აღელვებთ, ვიდრე ის საკითხები, რა საკითხებზეც ხდება მთავარი ყურადღების გამახვილება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.