ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც საქართველოზე უსამართლო განცხადება გააკეთა – გურამ მაჭარაშვილი

18
spot_img

ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროპულმა საზოგადოებამ უარი უთხრა „უსამართლობას, ომს, ეკონომიკურ ჩამოქცევასა და ა.შ“.

„მგონი, რომ ჩვენს გარდა ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში. წამყვანი ევროპული ქვეყნების საზოგადოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მათ შორის, ჩვენს პოზიციას, ტრადიციულ კონსერვატორულ მიმართულებას, სამართლიანობას, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას. უარი უთხრა უსამართლობას, ომს, ეკონომიკურ ჩამოქცევასა და ა.შ. ამიტომ, არამხოლოდ ჩვენ, არამედ ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაუხურა კარი თავად არამხოლოდ ერთ თანამდებობის პირს, არამედ ყველას, ვინც კი უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებით”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, თუ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება.

ამასთან, ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ზომები, რომლის მიღებაც შესაძლებელია: ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება”.