ევროკომისიამ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის დაახლოებით 10 მილიარდი ევროს დაფინანსება განბლოკა

61
spot_img

ევროკომისიამ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის დაახლოებით 10 მილიარდი ევროს დაფინანსება განბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

გასული წლის განმავლობაში, უნგრეთის მთავრობამ მიიღო ზომები სასამართლო რეფორმის გამო ბრიუსელის უკმაყოფილების განმუხტვის მიზნით.

ბუდაპეშტმა უნდა უზრუნველყოს უნგრელი მოსამართლეების შეუფერხებელი წვდომა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთან.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის ექსპერტებს აქვთ შენიშვნები სასამართლო რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის წევრები არ იზიარებენ ტექნიკურ დონეზე გამოთქმულ შეშფოთებას.