ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს და რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე წერს.
მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს და რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსის მისაღებად.
მხარდაჭერისთვის მადლობელნი ვართ და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე სვლას სიხარულით ვაგრძელებთ”, – აღნიშნავს პრემიერი.