ევროკომისია ბრიუსელში, შტაბბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების დაყენებას განიხილავს

17
spot_img

ევროკომისია ბრიუსელში, შტაბბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების დაყენებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, ევროკომისია ეძებს კომპანიებს, რომლებიც შენობას შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფენ, რათა დაიცვან ის უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით ჯაშუშობისა და ფიზიკური თავდასხმებისგან.

„არასანქცირებული დრონები, რომლებიც დაფრინავენ მნიშვნელოვანი საჯარო შენობების სიახლოვეს, პოტენციურად წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას. ევროკომისია, სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, განიხილავს ყველა შესაძლო ზომას ამ საფრთხეზე რეაგირებისთვის. ვანაიდან ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, კომისია ვერ გააკეთებს კომენტარს იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია ან მომავალში იქნება მიღებული“, – განუცხადეს „პოლიტიკოს“ ევროკომისიაში.