“ევროკავშირმა უკრაინას დაპირებული მილიონი საარტილერიო ჭურვიდან 500 000 ჭურვი მიაწოდა” – ჟოზეფ ბორელი

10
spot_img

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას დაპირებული მილიონი საარტილერიო ჭურვიდან 500 000 ჭურვი მიაწოდა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი მიზნად ისახავს უკრაინისათვის დარჩენილი 500 000 საარტილერიო ჭურვის წლის ბოლომდე მიწოდებას.

ევროკავშირმა 2023 წლის მარტში გამოაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში უკრაინას მილიონ ჭურვს მიაწვდიდა.

პირველად 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევდა, რადგან ბლოკმა ვერ შეძლო წარმოების გაზრდა.