ევროკავშირმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე ხელი მოაწერა უსაფრთხოების შეთანხმებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შეთანხმება ასახავს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში, მათ შორის იარაღის მიწოდება, სამხედრო მომზადება, თავდაცვითი თანამშრომლობა და განაღმვითი სამუშაოები.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეთანხმება არ არის იგივე, რაც ნატოს ქვეყნებს შორის ორმხრივი თავდაცვის პაქტი, მაგრამ არის დაპირება, უზრუნველყონ უკრაინა იარაღითა და სხვა დახმარებით, რათა კიევმა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება და შეაჩეროს ნებისმიერი მომავალი აგრესია.