ევროკავშირის ელჩები, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარის გამო, რუსეთიდან უნდა გააძევონ -დიმიტრი მედვედევი

179
spot_img

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთიდან უნდა გააგდონ და მათ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე უნდა შემცირდეს იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

“რუსეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ვითომცდა ბრიუსელის რჩევით. ეს ეწინააღმდეგება დიპლომატიური მისიების არსებობისა და ელჩების დანიშვნის იდეას”, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელ X-ზე.

„ფაქტობრივად, ყველა ეს ელჩი უნდა გააძევონ რუსეთიდან და შემცირდეს დიპლომატიური ურთიერთობების დონე ევროკავშირის ქვეყნებთან“, – დასძინა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გარკვეული საკითხების განსახილველად, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეხვედრაზე მიიწვია, მაგრამ დაგეგმილ შეხვედრამდე ორი დღით ადრე მათ უარი განაცხადეს.