“ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე”

40
spot_img

ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან Ukraine Facility პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას”, – განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ელის, რომ ამდაგვარ მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით, 2023 წლის დონის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეძლებს. შმიგალმა ცალკე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის წელს 11.8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარების მიწოდებას გეგმავს.

„ამ საკითხზე ამერიკული კონგრესის დადებით გადაწყვეტილებას ველით უკვე უახლოეს დროში”, – განაცხადა შმიგალმა.